შოთა კოპალიანი - თაკვერი | Mountain Tea

შოთა კოპალიანი - თაკვერი

შოთა კოპალიანი

შოთა კოპალიანი, ინჟინერ-მექანიკოსი სოფელ ჩალისთავიდან, იხსენებს ბავშვობის მოგონებას, როცა ბებია ძაფზე ასხამდა და ზამთრისთვის ინახავდა კომშს. ამან მას შთააგონა, რომ მოეხდინა წარმოების პროცესის განახლება და თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით ეწარმოებინა კომშის ფოთლები. 2015 წელს, მან ამ მიზანს მიაღწია. ადგილობრივი ჩაის მწარმოებლების ცოდნის საფუძველზე, ასევე ექსპერიმენტების გამოყენებით, კოპალიანმა ისწავლა და საბოლოოდ გამოუშვა ფიტო ჩაის საკუთარი უნიკალური ბრენდი. ბოლო 6 წელი, კოპალიანი აგროვებს ველურ მაყვალს, მოცვს, კომშს, აზალიასა და ცაცხვს თავის რეგიონიდან, ალპური ზონიდან, რომელიც ცნობილია პირვანდელი, დაუბინძურებელი და პესტიციდებისგან თავისუფალი გარემოთი. ამ ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმის გამოყენებით, ის ამზადებს არომატულ მცენარეულ ჩაის, რომელსაც უნიკალური გემოს გარდა, აქვს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები.

თუმცა, ამ საქმიანობას თან ახლდა გამოწვევები. კოპალიანს მოუწია ტრანსპორტირების პრობლემებთან გამკლავება, კერძოდ, დაკრეფილი ფოთლების გადამამუშავებელ ადგილამდე გადატანის კუთხით. მეტიც, მისი აღჭურვილობა ვერ უძლებდა დიდი მოცულობის წარმოებას. საბედნიეროდ, დაფინანსების წყალობით, მან შეძლო მისი საწარმოს აღჭურვა მოთხოვნების შესაბამისად.

ამჟამად, მოსავლის სეზონზე, კოპალიანის საწარმო ყოველთვიურად აწარმოებს 800-1000 კილოგრამ ორგანულ, სერტიფიცირებულ მცენარეულ ჩაის. დღესდღეობით, მის მცენარეულ ჩაიზე მზარდი მოთხოვნაა, მიუხედავად იმისა რომ ის უკვე ამარაგებს სხვა კომპანიებს. ეს მისი ჩაის უმაღლესი ხარისხითა და ეკოლოგიური სისუფთავით არის განპირობებული.

ტეგები