იმერული ჩაი | Mountain Tea

იმერული ჩაი

ქართული და მათ შორის იმერული ჩაის განსაკუთრებულობას მისი მდებარეობა განაპირობებს. საქვეყნოდ ცნობილი ჩაის მწარმოებელი ქვეყნებთან შედარებით საქართველო უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარებს, ჩვენს ზემოთ ჩაის აღარავინ აწარმოებს. ქვეყნის შიგნით კი ჩაის პლანტაციები ყველაზე ჩრდილოეთით ზემო იმერეთში მდებარეობს. კითხვა გაგიჩნდებად კაი, გავიგეთ რომ უკიდურეს ჩრდილოეთით ჩვენ ვაწარმოებთ ჩაის და ამით მერე რა? რაზე აისახება ეს ყველაფერი? რას გვაძლევს ჩვენი მდებარეობა?

ზემო იმერეთი არსებული პლანტაციები კლიმატური პირობები განსხვავებულია. მზიანი დღეების რაოდენობა, ჰაერის საშუალო ტემპერატურა, სუბტროპიკული ჰავა და ნალექიანობა ჩაის მაღალ ხარისხს განაპირობებს. აქ ზამთარი გაცილებით გრძელია და ზამთრის განმავლობაში ტემპერატურა ნულს ქვემოთ ჩამოდის, რაც ყველა მავნებელს კლავს. ბუნებრივი პირობები იძლევა იმის საშუალებას, რომ პლანტაციებში არ გამოიყენონ პესტიციდები, რაც ჩაის კულტურის ბიომეთოდებით მოყვანისთვის კარგ საშუალებას იძლევა. მზიანი დღეების სიმცირის გამო, ჩაის სხეულიანობა და ტანინების შემადგენლობა ნაკლებია, ვიდრე სამხრეთის ქვეყნებში. ტანინების სიმცირე კი ჩაის ნაზ და რბილ გემოს განაპირობებს. სინაზის გამო ქართულ ჩაი ბევრს მოსწონს და უპირატესობას ანიჭებს მაღალი ტანინის მქონე ჩაისთან შედარებთ, რომელიც მწკლარტი გემოთი გამოირჩევა.

ტემპერატურული ცვლილებები მცენარის ყლორტებში არომატულ ნივთიერებებს ჰარმონიულად წარმოქმნის, რაც მხოლოდ ქართული ჩაისათვის დამახასიათებელი უნიკალური სურნელოვანი კომპლექსის ჩამოყალიბებას განაპირობებს.

ქართულ ჩაის თავისი გამორჩეული თვისებებით, გემოვნური და არომატული მახასიათებლებით, ჩაის მწარმოებელთა მსოფლიო რუკაზე ღირსეული ადგილი უჭირავს.

ტეგები