თაკვერი
დეკას ყვავილი
თანამედროვე სამყაროში სოციალურმა ძვრებმა გამოიწვია მოსახლეობის მასიური მიგრაცია სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან გადატვირთული ქალაქებისკენ. შედეგად, სოფლის მეურნეობის პრაქტიკების აქამდე არსებულმა ღრმა ცოდნამ და გაგებამ, თანდათან დაკარგა მნიშვნელობა. როგორც წესი, ჩვენ ვეცნობით პროდუქტებს საბოლოო სახით, მაღაზიის თაროებზე, ლამაზად შეფუთულს, და არა იმ გზას, რასაც ისინი აქამდე გადიან. ამ წყვეტამ გამოიწვია ინფორმაციული სიცარიელე. ადამიანს თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა ბუნებრივად უბიძგებს, რომ თავად შეავსოს არსებული ინფორმაციული ვაკუუმი. ცნობისმოყვარეობამ და უტყუარი გამოცდილების მიღების სურვილმა, გამოიწია აგრო-ტურიზმზე მოთხოვნის ზრდა. ის გვთავაზობს წარმოების პროცესების სიღრმისეულ შესწავლას, ნებას რთავს ადამიანებს ხელახლა დაუკავშირდნენ მათი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი, მარტივი საგნების ფესვებს.
ჩაის წარმოების პროცესი არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ასეთი საოცარი გამოცდილების მისაღებად. ჩაი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებული სასმელი, ფოთლის კრეფიდან ჭიქაში აღმოჩენამდე საინტერესო გზას გადის - ეს გზა ძირითადად უხილავი რჩება მომხმარებლისთვის. ჩაის პლანტაციების შესწავლა, კულტივირების პროცესის გაგება, დამუშავების ტექნიკაზე დაკვირვება და საბოლოოდ, ამ შრომის ნაყოფის გასინჯვა - ეს არის ის გამოცდილება, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს ხელახლა დაუკავშირდნენ თავიანთი საყვარელი სასმლის პირველწყაროს, დაიკმაყოფილონ ცნობისმოყვარეობა და კიდევ უფრო მეტად შეიყვარონ მსუბუქი, დამამშვიდებელი ჩაი.
1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირისგან საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებას, არ მოჰყოლია ყველა სექტორის სწრაფი განვითარება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დაიწყო სამოქალაქო ომი. ჩაის ინდუსტრიამ კი, რომელიც ერთ დროს ყვაოდა, დამანგრეველი დარტყმა განიცადა. იმერეთი, საქართველოს სხვა ჩაის მწარმოებელი რეგიონების მსგავსად, პოლიტიკური არეულობისა და ეკონომიკური არასტაბილურობის მორევში აღმოჩნდა.
მოქმედი ჩაის პლანტაციები, რომლებიც მრავლად იყო იმერეთის რეგიონში, თანდათან ნადგურდებოდა. რესურსების ნაკლებობამ, იმ პერიოდში არსებულ არასტაბილურობასთან ერთად, გამოიწვია ჩაის პლანტაციების მიტოვება. ჩაის კულტურა, რომელიც რეგიონში ერთ დროს ყვაოდა, თანდათან დაკნინდა. ჩაის ქორფა, მწვანე ნარგავები ბუნებაში შთაინთქა და ველურმა ბუნებამ დაფარა ოდესღაც განვითარებული ინდუსტრიის ნაშთები.
დღეს, როდესაც ჩაის ინდუსტრია ხელახლა იწყებს განვითარებას, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მთელმა მსოფლიომ გაიცნოს იმერეთის უნიკალური ჩაის კულტურა. ჩაისა და ტურიზმს, აქვთ პოტენციალი, რომ არა მხოლოდ რეგიონის ჩაის პლანტაციებს დაუბრუნონ სიცოცხლე, არამედ ხელი შეუწყონ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.