თიამო | Mountain Tea

თიამო

კოოპერატივი ,,ხავერდოვანი ჩაი“ ბიო ჩაის კულტივაციასა და გადამუშავებას 2016 წლიდან ეწევა. ნედლეულის კულტივაცია, დამუშავება და შეფუთვა მაღალმთიანი იმერეთის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ხდება. პლანტაციები ზღვის დონიდან 690 მეტრის სიმაღლეზეა გაშენებული. ეს ზონა ჩაის კულტურისთვის იდეალური ეკოლოგიური და კლიმატური პირობებით გამოირჩევა.

კოოპერატივის წევრებს ჩაის წარმოების სფეროში მრავალწლიანი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება აქვთ. თანამშრომლები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ორგანული წარმოების წესების მკაცრ დაცვას და იყენებენ ჩაის მომზადების უძველეს მეთოდებს.

ნაზი ფოთლების დაკრეფიდან მის გაშრობამდე და შეფუთვამდე, თითოეულ ეტაპზე, ეკოლოგიური წარმოების წესები ზედმიწევნით არის დაცული. აღნიშნული მზა ჩაის მდიდარ გემოსა და ჩინებულ არომატს ანიჭებს. „ხავერდოვანი ჩაი“ ევროკავშირის „ჩაის გზის“ რუკაზეა მონიშნული.

კომპანია „ხავერდოვანი ჩაი“ ყოველწლიურად ორგანულ ჩაის მხოლოდ მცირე მოცულობით აწარმოებს, რაც პროდუქტის მაღალ ხარისხსა და ექსკლუზიურ გემოს უზრუნველყოფს. ჩაის განსაკუთრებული გემოვნური თვისებები და არომატი, რომელიც იმერეთის მაღალმთიანეთში გაშენებულ პლანტაციებში მიიღწევა, უნიკალურად ქართული და ნატურალურია.

კოოპერატივი „ხავერდოვანი ჩაი“ პროდუქტს „თიამო“-ს ბრენდის ქვეშ ყიდის.

  • 2017 წელს კომპანიის ნაწარმმა მოიპოვა ბიო მეურნეობის სერტიფიკატი ,,კავკასერტისაგან“ 
  • 2021 წელს კომპანიამ მიიღო ბიო გადამამუშავებელი საწარმოს სერტიფიკატი "კავკასერტისგან".


პროდუქცია

შეფასება (1)

image
Ucha Gviniashvili
ესა ვთქვათ და ენა მოვიკვნიტოთ, თორემ. თუმცა ლუარსაბი უყვარდა, მაგრამ მაინც კიდევ გაოცებულნი იმეორებდნენ გონებაში გუშინდელს საოცარს ამბავსა. ბოლოს ლუარსაბმა ისევ დაიწყო: — მე ორაგული ვთქვი. — თქმა ამისა და იმისი გარეთ გასვლა ერთი იყო. — გამოიცნო?! — სთქვა ცბიერმა დათომ. — მაშ! მეც იმიტომ ვამბობ და!