თაკვერი
დეკას ყვავილი
„ქვაციხის ჩაის თაიგული“ 2016 წელს დაარსდა. კომპანიამ წლების განმავლობაში აღადგინა 13 ჰექტარი ჩაის პლანტაცია, რომელიც ჭიათურის რაიონის სოფელ ქვაციხეში, ზღვის დონიდან 580 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. პლანტაცია ტყითა და მთის ქედებით არის გარშემორტყმული. განსაკუთრებული ეკოსისტემის წყალობით, „ქვაციხის ჩაის თაიგულის“ ჩაის ფოთლებით დამზადებული ნაყენი უმაღლესი ხარისხისაა. ის საოცრად რბილი და ნაზია, გამორჩეული არომატი და უნიკალური გემო აქვს.
„ქვაციხის ჩაის თაიგულის“ ჩაის ბაღებში მოსავლის აღების სეზონი აპრილიდან ოქტომბრამდე გრძელდება და 70-ზე მეტი ადამიანი ჩაის ხელით კრეფს. საუკეთესო პროდუქციის მისაღებად, ბრენდი ფოთლის ხარისხზე უდიდეს ყურადღებას ამახვილებს - თავდაპირველი თვისებების შესანარჩუნებლად ჩაის ფოთოლს მხოლოდ სიმწიფის გარკვეულ ფაზაში კრეფენ, მოსავლის აღებიდან 3-5 საათში ამუშავებენ და კარგად განიავებულ საცავში ინახავენ.
კომპანიამ 2020 წელს გაუშვა ჩაის გადამამუშავებული საწარმო, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. საწარმოს წელიწადში შეუძლია გადაამუშაოს 50 ტონა ჩაის ნედლი ფოთოლი, დააფასოოს 10-12 ტონა შავი და მწვანე ჩაი.
ამჟამად ბრენდი ორგანული შავი და მწვანე ჩაის სამი სახეობის პროდუქტს ამზადებს.
საწარმომ 2021 წელს გაიარა და მიიღო HACCP-ის სტანდარტთან საწარმოო პროცესების შესაბამისობის სერტიფიკადი. იმავე წელს კომპანიამ მიიღ გარდამავალი ბიო სერტიფიკატი - GC სტანდარტი: „ორგანული საკვების წარმოების, დამუშავების, ეტიკეტირებისა და მარკეტინგის სტანდარტი“ შპს კავკასერტისაგან.