თაკვერი
დეკას ყვავილი
ორგანულ ფიტო ჩაის შოთა კოპალიანი 2015 წლიდან მოყოლებული აგროვებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ლეჩხუმში. წლებია იგი მომხმარებელს სთავაზობს მაყვლის, მოცვის, კომშის, დეკას, ცაცხვის ყვავილის და სხვა ორიგინალური არომატისა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების მქონე მცენარეულ ჩაის.
მცენარეული ჩაის კრების სეზონი მარტში იწყება და სექტემბრამდე გრძელდება. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში შერჩევით მოკრეფილი ნდეული საწარმოში გადის ღნობის, გრეხვის, ფერმენტახიის და შრობის პროცესს. გადამუშავების პროცესში ძლიერდება მცენარეთა უნიკალური სამკურნალო და არომატული თვისებები.
პროდუქტის მაღალ ხარისხს განაპირობებს ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული, ნედლეულის მოპოვებისა და გადამუშავების სწორად ორგანიზებული მთელი ციკლი.
საწარმომ 2021 წელს გაიარა და მიიღო HACCP-ის სტანდარტთან საწარმოო პროცესების შესაბამისობის სერტიფიკადი. იმავე წელს კომპანიამ მიიღ ბიო სერტიფიკატი - GC სტანდარტი: „ორგანული საკვების წარმოების, დამუშავების, ეტიკეტირებისა და მარკეტინგის სტანდარტი“ შპს კავკასერტისაგან.
საწარმო წლების განმავლობაში აწვდიდა პროდუქციას ადგილობრივ კომპანიებს, რომლებიც დამოუკიდებლად აფასოებდნენ და ყიდდნენ პროდუქტს თავიანთი ბრენდის ქვეშ. მოთხოვნიდან გამომდინარე საბითუმო შეფუთვის პარალელურად შოთა კოპალიანი მცენარეულ და ხილის ჩაის პროდუქტებს მომხმარებლებს სთავაზობს საცალო დაფასოებითაც „თაკვერი“ ბრენდის ქვეშ.