მთის ნატურალური მაყვლის ფოთლის ჩაი შესანიშნავი, ინტენსიური არომატით გამოირჩევა. მაყვლის ფოთლები ზღვის დონიდან 1500-2000 მეტრ სიმაღლეზე, დასავლეთ საქართველოში, ცაგერის რაიონში იკრიფება.
მაყვლის ფოთლის ჩაი განსაკუთრებული სურნელის მქონე, ნატურალური სასიამოვნო სასმელია, შეიცავს ვიტამინებსა და სასარგებლო ნივთიერებებს, შაქრებს, კოროტინს. სასარგებლოა გაციებისას, ანთებებისას, დიაბეტის, ანემიის, სხვადასხვა მავნე ლითონით მოწამვლის დროს; აღადგენს კუჭ-ნაწლავის ბუნებრივ ფლორას.