თაკვერი
დეკას ყვავილი
ჩვენი გარეული კენკრის ხილის ჩაი არის უგემრიელესი ხილისა და კენკრის, ველური ქაცვის, ველური მაყვლის, ველური ჟოლოსა და ველური მოცვის ოსტატური ნაზავი ჰიბისკუსთან, ველურ ვაშლთან, ასკილთან და ფორთოხალთან. ეს მსუბუქად ტკბილი და უდაოდ ჯანსაღი ჩაი სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით მთელი დღის მანძილზე.
ჩაის მთის ბაღი მდებარეობს საქართველოში, ხვამლის მთის ძირას. 750 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. დაცული ტყეებით გარშემორტმული ეს ადგილი იდეალურია მდიდარი და სურნელოვანი ჩაის კულტივირებისათვის.
ჩვენი ჩაის ყველა სახეობა სერტიფიცირებულია და მოყვანილია მხოლოდ ერთ ბაღში. იზრდება უსასუქოდ და დამუშავებულია ხელოვნური დანამატების, ემულგატორებისა და საღებავების გარეშე. "ჩაისმთა" არის 100%ით ეკოლოგიურად სუფთა სრულყოფილი პროდუქტი.