კომპანია „ოკრიბა“ 2019 წელს დაფუძნდა და საქმიანობა 55 ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციით დაიწყო. პლანტაციები შავი ზღვის სანაპიროდან 130 კილომეტრის დაშორებით, იმერეთის მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს. ზღვისა და მთის ჰაერის კომბინაცია მაღალხარისხიანი ჩაის კულტივაციისათვის იდეალურ პირობებს ქმნის.
ადგილმდებარეობა და უნიკალური კლიმატური პირობები, ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, საუკეთესო ხარისხის ჩაი აწარმოოს.
„ოკრიბას“ მაღალმთიან პლანტაციებში ნატურალურად მოყვანილი ორგანული ჩაი არ შეიცავს პესტიციდებსა და ჰერბიციდებს. მოსავლის აღების დროს ჩაის ფოთლები და კოკრები ხელით იკრიფება, რის შედეგადაც გამორჩეულად მდიდარი გემოს მქონე, არომატული ჩაი მზადდება.
კომპანია აქვს საკუთარი ჩაისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც აშენდა და აღიჭურვა სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისად.
ორგანიზაცია ბაზარზე მრავალი სახეობის ჩაი სხვადასხვა შეფუთვით არის წარმოდგენილი: როგორც დასაყენებელი, ისე ერთჯერადი, ბიოდეგრადირებადი მასალისაგან დამზადებულ პირამიდის ფორმის ქისებში. პროდუქტი იყიდე „ბუეთი“-ს ბენდის ქვეშ.
მზადდება. „ბუეთის“ მრავალი სახეობის ჩაი სხვადასხვა შეფუთვით არის წარმოდგენილი: როგორც დასაყენებელი, ისე ერთჯერადი, ბიოდეგრადირებადი მასალისაგან დამზადებულ პირამიდის ფორმის ქისებში.
- ორგანიზაციას აქვს გარდამავალი ბიო სერტიფიკატი - GC სტანდარტი: „ორგანული საკვების წარმოების, დამუშავების, ეტიკეტირებისა და მარკეტინგის სტანდარტი“ შპს კავკასერტისაგან.
- კომპანია BRC სერტიფიკატის აღების პროცესშია