თაკვერი
დეკას ყვავილი
„აგრო კულტურა+“ 2018 წლიდან მოყოლებული რეაბილიტაციას უტარებს წლების განმავლობაში მიტოვებულ ჩაის პლანტაციას. ჩაის პლანტაცია და გადამამუშავებელი საწარმო მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ზღვის დონიდან 825 მეტრზე. ტერიტორია ტყეებითა და მთებით არის გარშემორტყმული, ხოლო პლანტაციიდან 200 მეტრის დაშორებით მდებარეობს მანდაეთის ტბა.
ჩაის პლანტაციაზე გაშენებულია ერთ-ერთი საუკეთესო ჩაის ბუჩქის ჯიში „ქართული #8“. აღნიშნული ჯიში ქართველი მეცნიერის ქსენია ბახტაძის მიერ იუანის წვრილფოთოლა და იაპონური მსხვილფოთოლა ჯიშების სელექციის შედეგად არის გამოყვანილი. ამ პროდუქტებს მთის ჩაისათვის დამახასიათებელი მდიდარი გემო და უნიკალური არომატი აქვს.
მკაცრი ზამთარი ჩაის ბუჩქს ბუნებრივად იცავს დაავადებებისგან, ხოლო კომპანია არ იყენებს პესტიციდებს, რაც საბოლოო ჯამში ნედლეულის მაღალ ხარისხს განაპირობებს. კომპანია 2019 წლიდან ფლობს ორგანულზე გარდამავალ სერტიფიკატს შპს კავკასერტისგან. შპს კავკასერტი აკრედიტებულია გერმანული მაკრედიტებელი ორგანოს DAkkS-ს მიერ.
ნედლეული იკრიფება ხელით და მისი გადამუშავება ხდება საწარმოში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სერტიფიცირებულია ISO 22000-ით.
„აგრო კულტურა+“ ჩაის მოყვარულებს ექსკლუზიურად ორგანულ, მთის ეკოსისტემაში კულტივირებულ და დამუშავებულ უმაღლესი ხარისხის ჩაის სთავაზობს.